მიღწეული შეთანხმების ჩაშლას ე.წ საინიციატივო ჯგუფის დაახლოებით ათკაციანი გუნდი ცდილობს
მიღწეული შეთანხმების ჩაშლას ე.წ საინიციატივო ჯგუფის დაახლოებით ათკაციანი გუნდი ცდილობს. ჭიათურაში მაღაროების ამუშავების პროცესი მიმდინარეობს. შუქრუთის მაღაროს დირექტორს გადაადგილების საშუალება არ მისცეს და თენგო კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მობილიზებული პირები ადამიანებს მაღაროებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები. არსებული ინფორმაციით, შუქრუთის მაღაროს გადაკეტვის ორგანიზატორები არიან ტარიელ მიქაცაძე, მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე.
