საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალში ჩვენი ქვეყნის გუნდმა იტალია 4-3 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ქართველმა ძიუდოისტებმა აზერბაიჯანს, ავსტრიასა და გერმანიას აჯობეს. კონტინენტის მომდევნო პირველობას 2026 წელს თბილისი უმასპინძლებს.