ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში, ირანს ურანის გამდიდრების საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში, ირანს ურანის გამდიდრების საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მხოლოდ ისეთ შეთანხმებას დაუჭერს მხარს, რომელიც ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თეირანი ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვას დაელოდება და ბირთვულ პროგრამას განაახლებს.