უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას. დენის შმიგალის თქმით, მან ეს საკითხი ამერიკის ფინანსთა მინისტრთან განიხილა. უკრაინის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ შეთანხმებაზე იურიდიული ჯგუფები მუშაობენ და პროცესში პროგრესი შეინიშნება.