მონტენეგროს დედაქალაქში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი მიმდინარეობს
მონტენეგროს დედაქალაქში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა, ფინალში კი იტალიას შეხვდება. ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
