„მომავლის ვარსკვლავების“ საზეიმო დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონია
სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის მე-18 ეროვნული კონკურსის „მომავლის ვარსკვლავების“ საზეიმო დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გალაკონცერტში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების მუსიკოსებმა.