საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მზადაა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს
საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მზადაა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს, თუ მას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო კენჭისყრაში მონაწილეობას აუკრძალავენ. ამასთან, როგორც ბარდელამ აღნიშნა, „ეროვნული გაერთიანება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლე პენის უდანაშაულობა დაამტკიცოს. პარიზის სასამართლომ 31 მარტს მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ცნო დამნაშავედ. მას 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ლე პენმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
