ირანის უმსხვილეს კომერციულ პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა
ირანის უმსხვილეს კომერციულ პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 1 100-ზე მეტი. აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა.
