ვანკუვერში მომხდარ ინციდენტს კანადის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ვანკუვერში მომხდარ ინციდენტს კანადის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. მარკ კარნი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ვანკუვერში ავტომანქანა ხალხის მასაში ფესტივალის დროს შეიჭრა. დაიღუპა 9 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. პოლიციას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუცია.
