საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქვევრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი ქვევრის და ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. ეს დღე არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრ 68 ქვეყანაში აღინიშნება.
