აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობას. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა გაეროსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, ასევე რეგიონში სხვადასხვა მსხვილი პროექტის განხორციელების, მათ შორის სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
