სამხრეთ ირანის პროვინციაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
სამხრეთ ირანის პროვინციაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. მიზეზი შაჰიდ რაჯაის პორტში მომხდარი აფეთქება გახდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 1 100-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქება ქიმიური ნივთიერებების საწყობში მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია იყო ჩართული.
