კანადაში ავტომანქანა ხალხის მასაში შეიჭრა
კანადაში ავტომანქანა ხალხის მასაში შეიჭრა. ინციდენტი ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე მოხდა, რომელიც „ლაპუ ლაპუს“ სახელით არის ცნობილი. არიან დაღუპულები და დაშავებულები. პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დააკავა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
