შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პროცესი და ტემპი დამაკმაყოფილებელია
შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პროცესი და ტემპი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირანის პირველი დიპლომატის თქმით, ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში სერიოზულობას იჩენს, თუმცა რიგ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს კვლავ განსხვავებული პოზიციები აქვთ.
