გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მე-10 ბურთი გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მე-10 ბურთი გაიტანა. ლიგა ერთის 31-ე ტურში „ლიონმა“ საკუთარ სტადიონზე „რენი“ 4-1 დაამარცხა. 24 წლის ქართველი ფორვარდი 76-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა და მოედანზე გამოსვლიდან ზუსტად ერთ წუთში ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
