ვახტანგ ახობაძე ბათუმში გამართული გრანდ ბელაჯიოს თასის გამარჯვებულია
ვახტანგ ახობაძე ბათუმში გამართული გრანდ ბელაჯიოს თასის გამარჯვებულია. ქართველმა პარამკლავჭიდელმა ყირგიზი სპორტსმენი 3-0 დაამარცხა. ქართველი და ყირგიზი სპორტსმენები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ახობაძემ მეტოქეს ამჯერადაც აჯობა. ბათუმში ჩატარებულ შეჯიბრებაში ახობაძის გარდა ოთხმა ქართველმა მკლავჭიდელმა იასპარეზა და გამარჯვება გიგა ბერაძემ და ავთანდილ თუთბერიძემ მოიპოვეს.
