უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად გენერალ მოსკალიკის მანქანის დანაღმვა ედება
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად გენერალ მოსკალიკის მანქანის დანაღმვა ედება. უწყების ცნობით, დაკავებული იგნატ კუზინი უკრაინის სპეცსამსახურების აგენტია. 59 წლის იაროსლავ მოსკალიკი 25 აპრილს, მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში ააფეთქეს. ის რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
