განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს
განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და ათასამდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. მინისტრებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარ ჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.