პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს. სხდომაზე განსახილველი საკითხებია შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის, შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არა ადამიანური მოპყრობის, საქმე. სხდომაზე მოწვეულნი არიან თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.
