ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. კოცოიევი ის სპორტსმენია, რომელთანაც ილია 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა. ილიას მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხეა. 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, 57 კგ-ში ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო 81 კგ-ში ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილი
