რაგბის კავშირის ახალი თავმჯდომარე
დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტია. ამ თანამდებობაზე მან სოსო ტყემალაძე ჩაანაცვლა. დავით კაჭარავა რაგბის სამყაროსთვის კარგად ნაცნობი და ასე ვთქვათ მშობლიური კადრია. მას ეროვნულ ნაკრებთან 122 თამაში და ამ მხრივ ქართული რაგბის ისტორიაში, სარეკორდო მაჩვენებელი აკავშირებს. თავად ახლადარჩეული პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ქართული რაგბის გაცხადებული მიზნის მიღწევაა: ეროვნული ნაკრების ექვსი ერის ოჯახის წევრობა
