ამერიკა-ირანის მოლაპარაკებები
ომანის დედაქალაქში შეერთებული შტატებისა და ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ირანის მხარის ცნობით, დისკუსია რთული, ჩახლართული და სერიოზული იყო. საუბრის დეტალებს ოფიციალური თეირანი არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ, ის რომ შეხვედრაზე ბირთვული შეთანხმების ძირითადი პრინციპები, მიზნები და პრობლემები განიხილეს. შეერთებული შტატების მიზანი იმის გარანტიაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი დონის შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ 3 მაისს გაიმართება