ომი და პოლიტიკა
რუსული აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკი და ხარკოვი მაშინ დაბომბეს, როცა კრემლში, ვლადიმირ პუტინი სტივ უიტკოფთან ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებაზე საუბრობდა. სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივებზე დღეს ხანმოკლე დიალოგი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორისაც შედგა, ლიდერების 15 წუთიანი შეხვედრა რომში, პაპის დაკრძალვის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა
