ტურიზმი - რეკორდული მონაცემები
2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა, ოთხმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები - ლონდონი, ჟენევა, ციურიხი, მილანისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, გაზრდილია ავიაკომპანიების, მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეების რაოდენობა და ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დღიური ფასი თითქმის 10 პროცენტით არის გაზრდილი
