რომის პაპი დაკრძალეს
მსოფლიო დღეს კათოლიკური სამყაროს მეთაურს, რომის პაპ ფრანცისკეს დაემშვიდობა. 88 წლის პონტიფიკი, რომელსაც წინამძღოლობისას არაერთი ნიუანსი, მათ შორი წარმომავლობა გამოარჩევდა, ისტორიაში შევა, ასევე როგორც პაპი, რომელიც მისი სურვილისამებრ წმინდა პეტრეს ტაძრის მიღმა პომპეზურობისა და ზედმეტი ცერემონიალების გარეშე დაკრძალეს. ამის მიუხედავად, ამ დღეს ვატიკანს არ მოჰკლებია სამყაროს ყურადღება, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა, არაერთმა ლიდერმა მოიყარა თავი. ეს დაკრძალვა პოლიტიკური აქცენტებითა და კადრებითაც გამოირჩეოდა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
