ირანის უდიდეს პორტში აფეთქების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ირანის უდიდეს პორტში აფეთქების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ირანული მედია საშუალებების ცნობით, ძლიერი აფეთქება ქვეყნის სამხრეთით, შაჰიდ რაჯაის პორტში რამდენიმე საათის წინ მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება
