შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. შალვა გოგოლაძემ მინისტრს მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც
