საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქმიანი შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, ერთობლივ პროექტებსა და გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ვიზიტი შეაჯამა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან გამართული შეხვედრები არის მნიშვნელოვანი და გამოითქვა მზადყოფნა მომავალში საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის
