სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს
ამ წუთებში სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი, ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავაა. ის გამარჯვების შემთხვევაში კავშირის პირველი პირის პოსტზე იოსებ ტყემალაძეს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის წესის მიხედვით, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, 35 დელეგატიდან, მინიმუმ 26 მათგანის ხმაა საჭირო
