ლაგოდეხში პასკის ფესტივალი აღინიშნა
ლაგოდეხში პასკის ფესტივალი აღინიშნა. სოფელ გიორგეთში, უძველესი ტრადიციები კვლავ გაცოცხლდა. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა, ტრადიციული „ლაგოდეხური პასკის” მასტერკლასის წარმოდგენასთან ერთად, დააგემოვნეს, პასკის სხვადასხვა ნაირსახეობა, ადგილობრივი კვების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ქართული ტრადიციულ კერძები და ღვინო. ტერიტორიაზე ასევე, წარმოდგენილი იყო ლაგოდეხელი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები და შშმ ბავშვების ხელნაკეთი კერამიკული ნივთები
