დღეიდან თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
დღეიდან თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს. დღემდე, საქართველოდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან, უცხოური ავია კომპანიის საშუალებით იყო შესაძლებელი. ფრენები თბილისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება
