ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა
ლევან დავითაშვილმა ამერიკის Exim Bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტექნოლოგიები. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ამერიკასთან ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამერიკული საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტ უნარიანობის ამაღლების მხარდაჭერა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა
