მონტენეგროში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
მონტენეგროში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე იმყოფებიან საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა, რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ. შალვა გოგოლაძემ კონტინენტი პირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ქალი ძიუდოისტები დააჯილდოვა
