რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ,,ქართული“ იწყება
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ,,ქართული“ იწყება. ფესტივალი, დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში, ,,კახაბერის და ხანუმების“ და ანსამბლ ,, სალხინოს" კონცერტით გაიხსნება. საფესტივალო სივრცე, ქართული ფოლკლორის მოყვარულებს, 10 დღის განმავლობაში, 5 მაისამდე უმასპინძლებს. ფესტივალში, წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული 26 ანსამბლი და სამი ათასამდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას.