რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება. გამოცემის ცნობით გადაწყვეტილება საოლქო სასამართლომ რუმინეთში დაგეგმილ, განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. იურისტები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ვერ გასაჩივრდება. რუმინეთის საარჩევნო ბიუროში კი აცხადებენ, რომ საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოახდენს გავლენას განმეორებით კენჭისყრაზე და ის ორ ეტაპად, 4 და 16 მაისს გაიმართება. „გარდიანი“ რუმინეთში შექმნილ მდგომარეობას „საკანონმდებლო ქაოსს“ უწოდებს
