შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ვისკონსინის შტატის მოსამართლე დააკავეს
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ვისკონსინის შტატის მოსამართლე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მილუოკის ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ჰანა დუგანს, გასულ კვირას არალეგალი მექსიკელი მამაკაცის დაკავების მცდელობისას საიმიგრაციო სამსახურის აგენტებისთვის „განზრახ კვალის არევაში” ედება ბრალი. მოსამართლეს ბრალად წარუდგინეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და პირის დამალვა დაკავების თავიდან ასაცილებლად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას მაქსიმუმ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
