შეხვედრა შსს-ში
შინაგან საქმეთა მინისტრი, თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, თურქეთის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიან მჭიდრო ურთიერთობებს და გამოხატა მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღესვე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეათე შეხვედრაც გაიმართა. მხარეებმა პრიორიტეტული საკითხები მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
