NGO-ები რადიკალიზმისთვის
USAID-ის და მისი არასამთავრობოთა ქსელი, რომ უცხო ქვეყნებში ფერადი რევოლუციებისა და პოლიტიკური გავლენებისთვის მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ, თავად ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც რადიკალი მემარცხენეების მთავარ ფინანსურ წყაროს წარმოადგენდა, არსებობას პირველ ივლისს საბოლოოდ შეწყვეტს. როგორც ამერიკის დიპლომატიური უწყების ყოფილი ჩინოსანი განმარტავს, უცხოური დახმარებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მასშტაბური რეორგანიზაციის შედეგებს მალე მთელი მსოფლიო იგრძნობს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები