პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარი
სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის - წერს შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამაც.
