25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოგისტიკის დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. პროფესიული დღე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის განახლებულ ბაზაზე აღინიშნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა , სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების ამოცანების განხორციელების საქმეში ლოგისტიკის მიმართულების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მიმართულების სისტემური განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
