შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიან მჭიდრო ურთიერთობებს და გამოხატა მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.
