კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რვა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს
კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რვა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. საქმე ეხება მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას.
