შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის - წერს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
