იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე პაატა სალიამ და ლევან იოსელიანმა
იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე პაატა სალიამ და ლევან იოსელიანმა. ყურადღება დაეთმო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და მათ პოზიტიურ გავლენას მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე. იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავებაზე.