საქართველო და აშშ-ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ
საქართველო და აშშ-ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ. პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და აშშ - ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი "მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე" შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველო აშშ-ისთვის არა მარტო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, არამედ მას ჰაბის ფუნქციაც ეკისრება ამერიკიდან ექსპორტირებული პროდუქციის რეგიონის სხვა ქვეყნებში გადანაწილების კუთხით.
