ვინ მონაწილეობდა და რა პირობებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში
ვინ მონაწილეობდა და რა პირობებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში- საფრანგეთის საელჩო კითხვებს ისევ არ პასუხობს. გრანტის გაცემის დეტალებზე არ საუბრობენ სოვლაბშიც. გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის დუმილი მმართველ გუნდს უჩენს ეჭვებს, რომ კონკურსი არ ჩატარებულა და ფრანგული დაფინანსება ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თუ მოქმედ წევრებს კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის ჩაერიცხათ. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით.