ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა, ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა, ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება. მმართველი გუნდი სენატორის შერჩევით მიდგომაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯიმ რიშის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სწორია.
