პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი, ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს კი, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მზად არის, სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა დასახული ამოცანების შესასრულებლად.
