ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. პარტია "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვეღარ ხედავს პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ისაუბრა საკუთარ როლზე პარტიაში , თქვა, რომ ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ იცავდა ეროვნულ ინტერესებს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი , იკავებდა ასევე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, 2024 წლის თებერვლიდან კი იყო პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.