ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, დაპირების მიუხედავად, უკრაინას ბლოკში არასდროს მიიღებენ
ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, დაპირების მიუხედავად, უკრაინას ბლოკში არასდროს მიიღებენ. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები არაკეთილსინდისიერ დაპირებებს გასცემენ. ხორვატიის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უკრაინა იმდენად დიდი და ჭირვეული ქვეყანაა, რომ ევროკავშირის წევრები მისი გაწევრიანების საკითხს სერიოზულად არ განიხილავენ.
